Thursday, May 3, 2012

ქართული კულტურული ძეგლების გზამკვლევი

ალავერდი


პროექტის სახელწოდება:  ქართული კულტურული ძეგლების (შუამთის, ალავერდისა და ნეკრესის) გზამკვლევი.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: შერჩეული ძეგლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროებიდან. ამ ძეგლების გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, მითოლოგია და სხვა.
შუამთა
პროექტის აქტუალურობა: მოსწავლემ შეძლოს არსებული ძეგლების შესახებ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება და მათი უკეთ შესწავლა.
პროექტის მიზნები: 1) თითოეული ძეგლის სტრუქტურული შესწავლა;
                                    2) ჯგუფში მუშაობის უნარ–ჩვევის განვითარება;
                                     3) კვლევისა და ინფორმაციის   მოძიების უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
შუამთა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კომპიუტერის საშუალებით პრეზენტაცია, დიდი ზომის ქაღალდის ფორმატები გაფორმებული მოძიებული მასალითა და ფოტოსურათებით, ბუკლეტები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დიდი ზომის ქაღალდის ფორმატები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ენციკლოპედია, ინტერნეტიდან მოძიებული მასალები.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეეებს ყოფს სამ ჯგუფად, პირველ ჯგუფს აძლევს შუამთას, მეორე ჯგუფს – ალავერდს, მესამე ჯგუფს კი ნეკრესს, სთხოვს
მოსწავლეებმა ჯგუფებში გაინაწილონ სამუშაო, თუ ვინ რას გააკეთებს და რაზე იქნება პასუხისმგებელი. ა) ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროდან;
                                  ბ) ფოტოების შეგროვება ან გადაღება;
                                 გ) რუკის მოძიება ან შედგენა;
                                 დ) დამხმარე საშუალებების ეფექტურად გამოყენება;
                                 ე) საკითხის გარშემო მსჯელობა;
                                 ვ) აუდიტორიის რეაქციაზე ადეკვატური  პასუხი;
                                 ზ)  თხრობის თანამიმდევრობისა და ლოგიკური  გამართულობის  
                                    დაცვა.
                                 თ) ექსკურსია კახეთში
ალავერდი
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი გეოგრაფიასთან, ისტორიასთან და ისტ–თან,
·         ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·        ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
·        ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.                             
·        ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
·        ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                             
·        ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 
·        ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  
ნეკრესი
·        ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.                               
·        ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია  წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.


პროექტის ხელმძღვანელი: თამარ დოლიშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: tamar.dolihshvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tamar.dolishvili.blogspot.com







Wednesday, May 2, 2012

თამარ დოლიშვილი

მე ვარ თამარ დოლიშვილი, მყავს მეუღლე და სამი შვილი–ორი გოგონა და ერთი ვაჟი,
ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვასწავლი სსიპ. ქალაქ თბილისის #209 საჯარო სკოლაში.