ალავერდი |
პროექტის სახელწოდება: ქართული კულტურული
ძეგლების (შუამთის, ალავერდისა და ნეკრესის) გზამკვლევი.
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) 1–2 წინადადებით: შერჩეული
ძეგლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროებიდან. ამ ძეგლების გეოგრაფიული
მდებარეობა, ისტორია, მითოლოგია და სხვა.
შუამთა |
პროექტის მიზნები: 1) თითოეული ძეგლის სტრუქტურული შესწავლა;
2) ჯგუფში მუშაობის უნარ–ჩვევის განვითარება;
3) კვლევისა
და ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა
შუამთა |
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: დიდი
ზომის ქაღალდის ფორმატები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ენციკლოპედია, ინტერნეტიდან
მოძიებული მასალები.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეეებს ყოფს სამ ჯგუფად, პირველ
ჯგუფს აძლევს შუამთას, მეორე ჯგუფს – ალავერდს, მესამე ჯგუფს კი ნეკრესს, სთხოვს
მოსწავლეებმა ჯგუფებში გაინაწილონ სამუშაო, თუ ვინ რას
გააკეთებს და რაზე იქნება პასუხისმგებელი. ა) ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროდან;
ბ)
ფოტოების შეგროვება ან გადაღება;
გ) რუკის მოძიება
ან შედგენა;
დ) დამხმარე საშუალებების
ეფექტურად გამოყენება;
ე) საკითხის გარშემო მსჯელობა;
ვ) აუდიტორიის რეაქციაზე
ადეკვატური პასუხი;
ზ) თხრობის თანამიმდევრობისა და ლოგიკური გამართულობის
დაცვა.
თ) ექსკურსია კახეთში
ალავერდი |
·
ქართ. VII. 1. მოსწავლეს
შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
·
ქართ. VII. 7. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
·
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს
და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
·
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
·
ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
·
ქართ. VII. 11. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი
ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
·
ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ნეკრესი |
·
ქართ. VII. 14. მოსწავლეს
შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის
ეფექტური ორგანიზებისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ დოლიშვილი
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tamar.dolishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment