პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ანგარიში
თემა: გაწაფული კითხვის დაბალი მაჩვენებელი მოსწავლეებში
და ეფექტური კითხვის გაუმჯობესების გზები
სამიზნე ჯგუფი -VI კლასი
სსიპ - ქალაქ თბილისის #209 საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თამარ დოლიშვილი
სარჩევი:
1.
შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------2;
2.
ლიტერატურის მიმოხილვა ------------------------------------------------------------------- 2;
3. პრობლემის შერჩევა------------------------------------------------------------------------------5;
4.
კვლევის გეგმა-------------------------------------------------------------------------------------6;
5. მონაცემთა ანალიზი-----------------------------------------------------------------------------11;
6. ინტერვენციები-----------------------------------------------------------------------------------11;
7. განხორციელებული ინტერვენციების შეფასება---------------------------------------------13;
8.
კვლევის
მიგნებები-------------------------------------------------------------------------------19;
9.
რეკომენდაციები----------------------------------------------------------------------------------20;
10.
დასკვნა---------------------------------------------------------------------------------------------20;
11.
რეფლექსია-----------------------------------------------------------------------------------------21
12.
გამოცდილების გაზიარება
----------------------------------------------------------------------21
13.
ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------------------------------22;
14.
დანართები-----------------------------------------------------------------------------------------23.
შესავალი
ნებისმიერ სხვა უნართან შედარებით, კითხვის უნარი ყველაზე მეტად განაპირობებს
სასკოლო პროგრამის წარმატებით ათვისებას. უფრო მეტიც, კითხვის უნარი განსაზღვრავს თითოეული
პიროვნების ცხოვრების ტრაექტორიას, მის ეკონომიკურ კეთილდღეობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ეფექტური მონაწილეობისა და თანაცხოვრების შესაძლებლობას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია,
რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების
აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან
ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის
წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების
გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა
შეეძლოს ტექსტის
შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული,
სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების
გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა. ამიტომ მასწავლებელმა
დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ მიმართულებით გამოვლენილ პრობლემებს. წარმოდგენილი
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.
ნაშრომში განხილულია ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაწაფულ კითხვასთან დაკავშირებული
პრობლემები მეექვსე კლასში და მათ აღმოსაფხვრელად განხორციელებული ცვლილებები.
კვლევა მოიცავს პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა -განხორციელებისა და შეფასების
ეტაპებს.
კვლევის მიზანია,
დადგინდეს მეექვსე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაწაფულ/მართულ
კითხვასთან დაკავშირებული დაბალი შედეგების
მიზეზები და დაიგეგმოს მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ცვლილებები.
ლიტერატურის მიმოხილვა
მართალია, დღეს სკოლა და საზოგადოება მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე
დგას, მაგრამ მაინც პრობლემად რჩება ტექსტის გაწაფული კითხვა. მოსწავლეთა ნაწილი ვერ
კითხულობს გამართულად, რაც ხელს უშლის მათ განვითარებასა და მაღალი სააზროვნო უნარების
ჩამოყალიბებას. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვი სკოლაში იძენს, კითხვის
უნარია. კითხვის საბაზისო უნარის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, სასკოლო ასაკის პირველივე
ეტაპზე ხდება და ის ხელს უწყობს იმ სააზროვნო პროცესების განვითარებას, რომლებიც ეფექტური
სწავლისა და სწავლების წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურზე. დაწყებით
კლასებში მოსწავლე ეუფლება კითხვის ტექნიკას, სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს
იმისთვის, რომ ისწავლოს (1. ესგ, 2011-2016);
ხშირად სვამენ კითხვას - რა არის წიგნიერება? ვიწრო გაგებით წიგნიერება
ნიშნავს კითხვისა და წერის სტრატეგიების ცოდნას; ფართო გაგებით, იგი მოიცავს მრავალფეროვანი
მხატვრული, ინფორმაციულ-შემეცნებითი, ყოფით-პრაგმატული ტექსტების წაკითხვის, შექმნის,
განხილვის, გადამუშავებისა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. ეფექტური
კითხვა, თავის მხრივ, გულისხმობს კითხვის ტექნიკის გაწაფვასა და წაკითხულის კრიტიკულად
გააზრებას. წიგნიერება გვეხმარება კონკრეტული ყოფითი და აკადემიური პრობლემების გადაჭრაში; იგი პიროვნული განვითარების, თვითგამოხატვისა
და თვითდამკვიდრების საშუალებაა. წიგნიერება გვეხმარება სოციალური, ეკონომიკური და
კულტურული ცვლილებების დაპროექტებასა და განხორციელებაში (2.PIRLS – 2011).
რატომ უნდა ვიზრუნოთ კითხვისა და წერის ფუნდამენტური უნარების სწავლება-სწავლის
გაუმჯობესებაზე დაწყებით კლასებში? იმიტომ,
რომ ის მოსწავლეები, რომლებმაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა,
საბაზო და საშუალო საფეხურებზე, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე უკეთესი მოღწევებით
გამოირჩევიან.
ვიცით, რომ ყველა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლაში საგრძნობლად
ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს, უჭირთ საგნების სწავლა, აქვთ დაბალი მოტივაცია და
ვერ აღწევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო მიზნებს. დიდი ხანია კვლევებმა
დაადასტურა, რომ ამგვარი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოსწავლეთა შორის
კითხვის უნარის არასათანადო ფლობაა. განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეს
შორის სულ უფრო თვალში საცემი ხდება. მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ კითხვა, როგორც წესი,
ვერ სძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში. ამას ბუნებრივად მოსდევს ისეთი არასასურველი
შედეგები, როგორიცაა: სასწავლო პროცესიდან გარიყვა, წარუმატებლობის მუდმივი განცდა,
სრული დემოტივაცია, დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი - ასოციალური ქცევების
გამოვლენა. ამდენად, მნიშვნელოვანია პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და გააზრებული
ინტერვენცია მათ აღმოსაფხვრელად (3.N2 2014/მასწავლებელი/გვ.13).
წიგნიერი მოსწავლეები სწრაფად და ხარისხიანად სწავლობენ არა მხოლოდ მშობლიურ
ენასა და ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებს.
ისინი გამოიჩევიან ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობების და თანამშრომლობის
უნარებით. წიგნიერება პირველია პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს შორის.
კითხვის უნარის დაუფლება 5 ძირითადი კომპონენტის განვითარებს მოიცავს.
ეს კომპონენტებია: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული-გამართული
კითხვა, გაგება-გააზრება. ეს 5 კომპონენტი იდენტურია ანბანური დამწერლობის მქონე ენებისათვის.
არ აქვს მნიშვნელობა, კითხვას მშობლიურ ენაზე ეუფლება ადამიანი, თუ მეორე ან მესამე
ენაზე.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები - სწავლების საწყის ეტაპზე საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს
მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კითხვისა და მართლმეტყველების
საფუძველს წარმოადგენს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მართლწერისა და , ზოგადად,
წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას.
ანბანის ცოდნა - საწყის ეტაპზე კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია
მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავება.
ლექსიკური მარაგი - წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული
ლექსიკურ მარაგზე - რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია
იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების
საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს. კარგი მკითხველები გამოირჩევიან სიტყვების ცოდნით
და შეუძლიათ, დიდი ძალისხმევით გამოიყენონ ისინი საჭიროების მიხედვით. სიტყვების ცოდნა
მჭიდროდ უკავშირდება აკადემიურ წარმატებას
ყველა საგანში, ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგიის მქონე მოსწავლეები უფრო სწრაფად
და უკეთ იგებს ახალ მცნებებს, აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის მქონე.
ლექსიკა არის ენაში არსებული სიტყვების მარაგი, რომლის საშუალებითაც ჩვენ
ვამყარებთ ზეპირ და წერით კომუნიკაციას. ადამიანი ვერ გამოიტანს აზრს წაკითხულიდან,
თუკი ტექსტის სიტყვათა უმრავლესობის მნიშვნელობა არ ესმის. ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული
აქტივობები ეხმარება მოსწავლე იმ სიტყვათა ათვისებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში
იშვიათად ან საერთოდ არ ხვდება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეები გაეცნონ იმ საკვანძო სიტყვებს,
რომლებიც აუცილებელია ტექსტის დასამუშავებლად (4.G-PREIDI).
გაწაფული კითხვა - კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას
მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.
გაგება-გააზრება - მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ
ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას , შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა
ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან. კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის
გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე
ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ (1.ეროვნული სასწავლო
გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი).
მნიშვნელოვანია გავითავლისწინოთ ის ფაქტი, რომ ყველა მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური
განვითარების უახლოესი ზონა (ლევ ვიგოტსკი). მასწავლებელი დიაგნოსტიკური და განმავთარებელი
შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით დაადგენს მოსწავლეთა მზაობას, საჭიროებებსა და ინტერესებს,
შეარჩევს ადეკვატურ ტექსტებსა და დავალებებს. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის
სტრატეგიებს. კითხვის სწავლების გზაზე მასწავლებლის
საბოლოო მიზანია, რომ ყველა ბავშვი აქტიურ მკთხველად ჩამოყალიბდეს (2.PIRlS -2011).
მშობლიური
ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე
დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური
და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
მშობლიური
ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს. ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც
მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული,
შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად
შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი
და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.
კარგი მკითხველი
- ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეს, და ეს წარმატება
ხშირ შემთხვევაში განაპირობებს მის მომავალს და ადგილს საზოგადოებაში. დაუღალავი
ზრუნვა და მუშაობა მესახება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უმთავრესი მიზნის მიღწევის
ერთადერთ გზად და ეს მიზანია მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალული
ოიროვნების აღზრდა, რომელიც ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში კრიტიკულ მოეპყრობა საკუთარ
თავსაც და ირგვლივ გარემოსაც, შეაფასებს, იტვირთებს და იმოქმედებს ადეკვატურად (5.
მასწავლებლის ბიბლიოთეკა. სასწავლო სტრატეგიები სკოლაში. ნინო ღამბაშიძე. კითხვის სწავლების
ტექნიკები და სტრატეგიები/თბილისი, 2011).
პრობლემა და საკვლევი
საკითხი
პრობლემის შერჩევა
2017 -2018 სასწავლო წლის დასაწყისში
შევუტანე მოსწავლეებს სპეციალისტების მიერ შექმნილი ასაკობრივი ჯგუფისთვის განსაზღვრული
ტექსტი. ჩემი მიზანი იყო ტექსტის გამართულად წაკითხვის უნარის შემოწმება. გამართული
კითხვის ტექნიკა კითხვის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია. ის მოიცავს ტექსტის უშეცდომოდ,
გაბმულად, სწრაფად წაკითხვას. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას გაუჭირდა სტანდარტით
გათვალისწინებული სიტყვათა რაოდენობის წაკითხვა, სწორედ ამიტომ დავინტერესდი ამ საკითხით
და დავიწყე პრობლემის გამომწვევი ფაქტორების ძიება. უნდა აღინიშნოს, რომ მეექვსე კლასი
დაწყებით საფეხურის ბოლო კლასს განეკუთვნება, შესაბამისად,
საგნობრივი სტანდარტი უფრო მეტი გამოწვევის
წინაშე აყენებს, როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. სასწავლო პროცესში I-VI კლასებში
სასწავლო რესურსად შერჩეულია ნ.მაღლაკელიძის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“, მიუხედავად
იმისა, რომ სახელმძღვანელო გრიფირებულია და პასუხობს სტანდარტის მოთხოვნებს, უკეთესი
შედეგის მისაღწევად სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა შინაარსის დამხმარე
რესურსს, როგორც საინფორმაციო, ასევე მხატვრულ
ლიტერატურას.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ კლასში არ არის სსსმ მოსწავლე.
რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის
მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
რა
არის მეექვსე კლასში ტექსტის კითხვის დაბალი შედეგების
მიზეზები?
საკვლევი საკითხიც შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბეთ:
,,მეექვსე კლასში ტექსტის კითხვის დაბალი შედეგების მიზეზების დადგენა და მათი გადაჭრის გზები“.
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების
დადგენაში დაგვეხმარება ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
რატომ უჭირთ მოსწავლეებს ტექსტის
გაწაფული კითხვა?
რა არის საჭირო ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად?
კითხულობენ თუ არა დამატებით მხატვრულ
და არამხატვრულ ლიტერატურას?
როგორ ჩავრთოთ მშობლები სწავლების პროცესში?
რა უნდა გაკეთდეს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?
მოსალოდნელი შედეგები:
ვფიქრობ, აღნიშნული კვლევის შედეგად
შესაძლებელი გახდება პრობლემათა იდენტიფიცირება
და მიზანმიმართულად დაგეგმილი ინტერვენციების შედეგად მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება მოსწავლეთა
შედეგები.
კვლევის განხორციელება საინტერესო
იქნება იმავე საგნის ან მონათესავე საგნების მასწავლებლებისთვისაც, რადგან გაწაფულ კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები ნებისმიერი
საგნის სწავლების თანმდევი მოვლენაა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავეთ
კვლევის გეგმა.
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ანკეტირება და დიაგნოსტიკური ტესტირება
კითხვასთან და ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან დაკავშირებით. ანკეტისთვის დახურული კითხვები
შევარჩიე, რომლებიც მომზადდა მეექვსეკლასელებისა და მათი მშობლებისათვის.
კვლევა დაიგეგმა I სემესტრის კითხვის
შედეგების ანალიზის შემდეგ და განხორციელდა მეორე სემესტრის განმავლობაში, მონაცემთა
ანალიზსაც მივმართავდი და პრობლემის იდენტიფიცირებისას ინტერვენციებიც ეტაპობრივად
ხორციელდებოდა.
პირველი დიაგნოსტიკური ტესტირება
(იხ. დანართი N 1) ჩავატარე პირველი სემესტრის დასაწყისშივე. ჩემი მიზანი იყო
ტექსტის გამართულად წაკითხვის უნარის შემოწმება. კითხვის ტექნიკა კითხვის ერთ-ერთი
საკვანძო კომპონენტია. ის მოიცავს ტექსტის უშეცდომოდ, გაბმულად, სწრაფად და გამომეტყველებით
წაკითხვას. ამით შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია კითხულობენ თუ არა მოსწავლეები წუთში
სიტყვების საჭირო რაოდენობას. კითხვის ხანგრძლივობა: 60 წამი. ტესტის
ჩასატარებელი საჭირო რესურსი: ა) მასწავლებლის ფურცელი; ბ) მოსწავლის ფურცელი; გ) წამმზომი .
ტესტის ჩატარების პროცედურა: მოსწავლე
კითხულობს ტექსტს, ერთი წუთის შემდეგ წყვეტს კითხვას და ვითვლით მის მიერ წაკითხულ
სიტყვათა რაოდენობას, კითხვისას აღვნიშნავთ რამდენი სიტყვა წაიკითხა არასწორად და ვაკლებთ
მათ მიერ წაკითხული სიტყვების რაოდენობას:
A
მაღალი დონე წუთში წაკითხული სიტყვა 90 და
ზევით;
B საშუალო დონე _ 80-დან 89-ის
ჩათვლით;
C დაბალი დონე _ 80-ზე
ნაკლები.
მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი
(დანართი N2) და დავადგინე კითხვისას დაშვებული შეცდომების გამომწვევი მიზეზები:
§ 7 მოსწავლიდან მხოლოდ 2 კითხულობს
დამატებით მხატვრულ ლიტერატურას.
§ ტექსტის კითხვისას 7 მოსწავლიდან
მხოლოდ ოთხ მოსწავლეს ესმის უმეტესად წაკითხული სიტყვების რაოდენობა
§ კითხვაზე - არიან თუ არა მშობლები
ჩართულნი შვილის სწავლისა და კითხვის პროცესში, მხოლოდ 3 მშობელი აღმოჩნდა ამ საკითხებით
დაინტერესებული.
1)
კითხულობენ თუ არა მოსწავლეები
დამატებით ლიტერატურას?
2)
ესმით თუ არა მოსწავლეებს
წაკითხულ ტექსტში სიტყვების მნიშვნელობა?
3)
არიან თუ არა მშობლები ჩართულნი
შვილის სწავლისა და კითხვის პროცესში?
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ
მოსწავლეებს ჰქონდეთ მდიდარი ლექსიკური მარაგი. არსებობს ლექსიკური მარაგის (სიტყვების
ცოდნის) შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები. იმის მიხედვით, თუ შეფასება კონკრეტულად
რა სახის ცოდნის შემოწმებას ისახავს მიზნად, მოსწავლეს შეიძლება მოეთხოვებოდეს, რომ:
·
შეუსაბამოს სიტყვა მის გამოსახულებას;
·
ამოარჩიოს მოცემული განმარტების შესაბამისი სიტყვა სიტყვების ჩამონათვალში;
·
დააჯგუფოს სიტყვები კატეგორიების შესაბამისად;
·
ამოიცნოს სიტყვა, რომელიც არ მიეკუთვნება მოცემულ სიტყვათა ჯგუფს;
·
გამოიყენოს კონტექსტი, რათა ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა;
·
სწორად შეარჩიოს მოცემული სიტყვის მნიშვნელობა, სინონიმი ან ანტონიმი მოცემული
ვარიანტებიდან; სწორად ჩასვას წინადადებაში /ტექსტში გამოტოვებული სიტყვები.
ჩავატარე ტესტირება. ტესტირების
მიზანი იყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გაგებისა და კონტექსტის გათავალისწინებით
სწორად გამოყენებული უნარის შემოწმება (დანართი 3).
A -მაღალი დონე 13 და მეტი 18-დან
B -საშუალო დონე 10 და მეტი 18-დან
C - დაბალი დონე 9 და უფრო ნალლები 18-დან
მონაცემთა ანალიზი
როგორც კითხვის ტესტირების შედეგად გამოვლინდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის
პრობლემას წარმოადგენს გაწაფული კითხვა, ანუ მათი უმრავლესობა ვერ კითხულობს წუთში
90 და მეტ სიტყვას. მოსწავლეთა გარკვეულმა
ნაწილმა გაწაფული კითხვის შემაფერხებელ ფაქტორად
დაასახელა ის, რომ ხშირად არ ესმით წაკითხული სიტყვების მნიშვნელობა და ამის
გამო უჭირთ უცნობი სიტყვებისა და რთული ფრაზეოლოგიზმების წაკითხვა. მათი უმრავლესობა
არ კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.
ინტერვენციები
პირველი დიაგნოსტიკური ტესტირების
შედეგად და პირველ ლექსიკურ ტესტდან მიღებულ
ინფორმაციის ანალიზის
საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
·
მოსწავლეებისთვის მეექვსე კლასის საგნობრივი სტანდარტი
გაცნობა;
ვფიქრობ, როდესაც მოსწავლეები
გააცნობირებენ, თუ რა სტანდარტის დაძლევა მოეთხოვებათ მათ როგორც წერისა და კითხვის,
ისე ზეპირმეტყველების მიმართულებით, უკეთ მოახდენენ თვითშეფასებას და საკუთარი საჭიროებების
დადგენას.
·
საკითხავი მასალის შერჩევა გაწაფული
კითხვისთვის;
მნიშვნელოვანია, რომ გაწაფული
კითხვის განვითარებისთვის გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, შესაფერისი სირთულის საკითხავი
მასალა: თხრობითი და აღწერითი ტექსტები, ლექსები, ზღაპრები, იგავები, მოთხრობები, საბავშვო
პიესები, სიმღერები და სხვ. საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში გამოცემულ
წიგნებს მითითებული აქვს, თუ რა სირთულის რომელ დონეზეა გათვლილი. დიაგნოსტიკური ტესტების
გამოყენებით შევძელი განმესაზღვრა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური კითხვის დონე და
დავეხმარები მათ შესაფერისი სირთულის წიგნების შერჩევაში. მთავარია, წიგნი საინტერესო
და შესაბამისი სირთულის იყოს.
თავისუფლად კითხვის უნარის დასაუფლებლად
მივმართავ ასევე ორი სახის ინტერვენციას: განმეორებითი ხმამაღალი კითხვა (ერთი და იმავე
ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვა და მოსმენა) მრავალფეროვანი ტექსტების ერთჯერადად წაკითხვა
(სხვადასხვა სახის ტექსტის რეგულარულად კითხვა).
§ ერთი და იმავე ტექსტის განმეორებითი კითხვა მოსწავლეს
საშუალებას აძლევს, გაზარდოს სიტყვათა რაოდენობა, რომელთა წაკითხვასაც ის ავტომატურად
შეძლებს, შესაბამისად, იზრდება კითხვის სისწრაფეც, ანუ მოსწავლე სულ უფრო თავისუფლად
კითხულობს ტექსტს.
§ განსხვავებული სახის ტექსტების ერთჯერადად კითხვის
მეთოდის გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ტექსტები არ უნდა იყოს გადატვირთული
მოსწავლისათვის რთული და უცნობი სიტყვებით. ბავშვებს, რომელთაც სერიოზული პრობლემები
აქვთ კითხვაში, პერიოდულად გამოვიყენებ მოდელირების მეთოდს, ანუ ხმამაღლა წავუკითხავ
მათ სხვადასხვა სახის ტექსტს.
§ გამოვიყენო საკლასო პოსტერი გამართული გაწაფული
კითხვის თვითსფასებისთვის.
·
ლექსიკის დაუფლება;
სკოლაში ბავშვები განსხვავებული
ლექსიკური მარაგით შედიან - ეს დამოკიდებულია ოჯახის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასა
და კულტურულ მახასიათებლებზე. მათ, ვისაც მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ, ნელა და ძნელად
აღწევენ სწავლაში შედეგებს, სწორედ ესაა პრობლემა, რომ ბავშვი იშვიათად და ნაკლებად
კითხულობს, კითხვისთვის თავის არიდება იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს. „არ კითხულობ
- არ გაქვს მდიდარი ლექსიკა!“... სასკოლო ტექსტებს კი ემატება და ემატება მოცულობა
და სირთულე....
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ლექსიკის
დაუფლებაში? ლექსიკის სწავლება შეიძლება დაიყოს სამ ძირითად მიმართულებდ:
1)
ცალკეული სიტყვების სწავლება პირდაპირი
გზით. ეს გულისხმობს
ექსპლიციტური, ანუ პირდაპირი სწავლების მეთოდის გამოყენებას. სასურველია, განმტკიცების
ეტაპზე, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ახლად შესწავლილ სიტყვებს გაეცნონ სხვადასხვა
კონტექსტში. მრავალი მნიშვნელობის სიტყვების
სწავლებისას, მოსწავლეებს შევთავაზებ ისეთ ტექსტებს, რომლებშიც ასეთი სიტყვა სხვადასხვა
მნიშვნელობით იქნება ნახმარი.
2)
სიტყვების გაგების სტრატეგიების
სწავლება. რაც მოსწავლეს
დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ გზით მოსწავლეები იძენენ კითხვისას
უცნობი სიყვების მნიშვნელობის ამოცნობის უნარ-ჩვევას - ეყრდნობიან საკუთარ ლინგვისტურ
გამოცდილებას, გრამატიკის ცოდნას, და , რა თქმა უნდა, კონტექსტს.
3)
აკადემიური ლექსიკის სწავლება
-აუცილებელია
იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს დარგობრივი ტექსტების წაკითხვა და გაგება. აკადემიური
ლექსიკის სასწავლებლად გამოიყენება დარგობრივი ტექსტები, რომლებსიც გვხვდება სპეციალური
ტერმინოლოგია. სასურველია მოსწავლეებმა ერთი და იგივე ლექსიკური ერთეულები რამდენჯერმე
და სხვადასხვა კონტექსტში წაიკითხონ.
ასევე ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად
გამოვიყენოთ ორი მიდგომა: 1) შევასწავლოთ მოსწავლეებს ის სიტყვები, რომლებიც დასჭირდებათ
ტექსტების გააზრებისათვის (ექსპლიციტური ანუ პირდაპირი სწავლება); 2) მივცეთ საშუალება,
რომ უშუალოდ კითხვის პროცესში აითვისონ ახალი სიტყვები (იმპლიციტური ანუ თანმდევი სწავლება).
ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად კი გამოვიყენებ G-PRIED-ის მიერ შემოთავაზებულ ლექსიკური
მარაგის ტესტებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის
შევსებასა და გამდიდრებაში, რაც ხელს შეუწყობს გაწაფულ კითხვას.
·
მშობლების ჩართვა მოსწავლეთა სწავლების
პროცესში. ვფიქრობ, მშობელთა ჩართულობა აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესის დონეს,
საშუალებას მისცემს მათ მშობლებთან ერთად წაიკითხონ და ისაუბრონ საინტერესო ფაქტებსა
და ლიტერატურაზე. ამ მიზნით გადავცემ მშობლებს აქტივობის კრებულებს და ვთხოვ იმოქმედონ
ინსტრუქციის შესაბამისად, ეს საშუალებას მისცემს მათ დაეხმარნონ შვილებს და დიდი წვლილი
შეიტანონ მეტყველების, წერის და კითხვის უნარების
განვითარებაში. ასევე, უკეთესი აკადემიური შედეგების მიღწევაში.
ზემოთ მოცემული ინტერვენციები განხორციელდა: მოსწავლეებს გავაცანი მექვსე კლასის საგნობრივი
სტანდარტი და განვმარტე, თუ რა მოეთხოვებათ ამ ეტაპზე მათ. მოვამზადე მრავალფეროვანი
საკითხავი ლიტერატურა, ვიყენებდი თვითშეფასების კითხვის პოსტერს, რომელიც საშუალებას
აძლევდა მოსწავლეებს სწორად შეეფასებინათ ერთმანეთი, ამის საშუალებით ყურადღება გაემახვილებინათ
სუსტ მხარეებზე და ეზრუნათ მათ გამოსწორებაზე,
მუდმივად ვმუშაობდი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, ვაკეთებდით ტესტებს, რომლებიც
უშუალოდ იყო დაკავშირებული სიტყვის ამოცნობასა და მის შესწავლაზე, ვესაუბრე ამ პრობლემასთან
დაკავშირებით მშობლებს და მათ დავურიგე „აქტივობის კრებული მშობლებისათვის“ და ვთხოვე,
მათთან ერთად შეესრულებინათ სახალისო დავალებები, რადგან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობდა
მათ შვილებს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღწევაში. ამ ყველაფერმა მოსწავლეთა ინტერესი
აამაღლა და გაზარდა სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის დონე.
მეორე სემესტრის დასაწყისში ჩავატარე
მეორე დიაგნოსტიკური ტესტირება კითხვაში (დანართი N4)
სპეციალური ტექსტის
საშუალებით. სიახლე იყო ის, რომ მეექვსე კლასში
დაგვემატა ახალი მოსწავლე, ისიც ჩავრთე ამ პროცესში. ამ დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების მიხედვით
შესაძლებელი გახდა გარკვეული ანალიზის წარმოდგენა: ბავშვებმა გააუმჯობესეს კითხვა
- იმატა წუთში წაკითხულმა სიტყვათა რაოდენობამ, თუმცა ეს კიდე არ იყო სასურველი შედეგი.
გაწაფული კითხვის შედეგების ანალიზის
საფუძველზე გამოიკვეთა მოსწავლეთა ძლიერი და
სუსტი მხარეები: აშკარაა, რომ მათ უკეთ გამოსდით ნაცნობი მხატვრული ტექსტის კითხვა,
ახალისებთ ურთიერთშეფასება და განმავითარებელი კომენტარები, პრობლემად კი რჩება უცნობი
და საინფორმაციო ტექსტის შემცველი ნაწარმოებების კითხვა. ასევე, უცნობი სიტყვების ამოცნობა/დეკოდირება.
ლექსიკური მარაგის შესავსებად და გასაუმჯობესებლად ჩავატარე მეორე ტესტირება (დანართი
N5
), რომლის მიზანი იყო დამედგინა,
რა ტიპის სიტყვების ამოცნობა უჭირთ ყველაზე მეტად.
ლექსიკური მარაგის ტესტირების
შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა შემდეგი სურათი:
აშკარაა, რომ
მოსწავლეთა შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა და გადავწყვიტე უკეთესი შედეგის მისაღწევად
შემდეგი ინტერვენციების განხორციელება:
ყოველდღე გარკვეული
დრო დაგვეთმო კითხვისთვისა და ლექსიკური მარაგის გასაუმჯობესებლად, წაიკითხონ სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა და ამოიცნონ
უცნობი სიტყვები მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით.
სისტემატურად
შეისწავლონ გარკვეული რაოდენობის სიტყვები და მათი მნიშვნელობები.
ასევე მშობლებმა რეგულარულად მომაწოდონ ინფორმაცია ბავშვის მუშაობის შესახებ.
დაგეგმილი ინტერვენციები განხორციელდა:
ყოველ გაკვეთილზე
ვკითხულობდით მოსწავლეებთან ერთად G-PRIED -ის
მაღალი დონის წიგნებს გაწაფული კითხვის გასაუმჯობესებლად, ერთად ვამუშავებდით მათ და
ვთხოვდი ამოეცნოთ უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, ვაძლევდი ყოვედღე გარკვეულ
რაოდენობის სიტყვებს და ვთხოვდი მათი მნიშვნელობების დასწავლას. ასევე მშობლებისგან
ვიღებდი რეგულარულად ინფორმაციას ბავშვის ჩართულობისა და მუშაობის შესახებ:
მონაცემთა ანალიზის
მიხედვით აშკარაა, რომ უკეთესი შედეგია გაწაფული კითხვისა და ლექსიკური მარაგის შევსების
მიმართულებით, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება სწრაფად კითხვა რამდენიმე მოსწავლისთვის.
ასევე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ლექსიკური მარაგის გასამდირებლად, ამიტომ დაგეგმილი
ინტერვენციების განხორციელება რეგურალურადაა საჭირო.
მე-2 სემესტრის
ბოლოს ჩავატარე შემაჯამებელი ტესტირება კითხვაში (დანართი N6) სპეციალური ტექსტის
მეშვეობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვები მოუთმენლად და ხალისით ელოდნენ შედეგს.
წაკითხული ტექსტის ანალიზის საშუალებით შესაძლებელი გახდა თვალნათლივ დაგვენახა, თუ
რა შედეგი მოიტანა აღნიშნულმა კვლევამ - საგრძნობლად გააუჯობესეს მოსწავლეებმა კითხვის
ტემპი, კითხულობენ მხატვრულად, შესაბამისი ინტონაციით, ყურადღებას აქცევენ სასვენ ნიშნებს,
იმატა წუთში წაკითხულმა სიტყვათა რაოდენობამ, თუმცა მაინც საჭიროა ლექსიკური მარაგის
გამდიდრებაზე ზრუნვა. საინტერესო სურათი
გვიჩვენა მონაცემთა ანალიზმა:
გაწაფული კითხვის შედეგების ანალიზის
საფუძველზე გამოიკვეთა კიდევ ერთხელ მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები: აშკარაა,
რომ დიდი ხალისით ელოდებიან დიაგნოსტიკურ შეფასებას, ცდილობენ გამართულ კითხვას და
ამის მისაღწევად მუშაობენ როგორც სახლში, ისე საგაკვეთილო პროცესის დროს, ადეკვატურად
აფასებენ ერთმანეთის წაკითხულს. დაიწყეს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. მართალია, რეგულარულად
ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, მაგრამ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელება
აუცილებელია.
ასევე ჩავატარე შემაჯამებელი ტესტირება (დანართი N7), რომლის მიზანი იყო დამედგინა,
რა შედეგზე გავიდნენ მოსწავლეები, რა დონეზე ფლობენ სიტყვებს, ლექსიკურ მარაგს.
ლექსიკური მარაგის ტესტირების შედეგების
ანალიზისას გამოიკვეთა შემდეგი სურათი:
შედეგი თვალსაჩინოა: მოსწავლეთა უმრავლესობასთან
მოხერხდა უკეთესი შედეგის მიღწევა, თუმცა
ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა
აღმოიფხვრა, აუცილებელია ამ მიმართულებით მომავალ
წელს ისევ მუშაობის გაგრძელება.
იმისათვის, რომ
თვალნათლივ დავინახოთ რა შედეგი გამოიღო აღნიშნულმა კვლევამ და როგორ გააუმჯობესეს
მოსწავლეებმა კითხვა, წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც ნაჩვენები იქნება წლის განმავლობაში
ჩატარებული კითხვის დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები :
ასევე, მინდა
აღვნიშნო, რომ მთელი წლის მანძილზე ვმუშაობდით
ლექსიკური მარაგის შესავსებად და გასამდიდრებლსდ. მინდა წარმოგიდგინოთ ცხრილი, სადაც
ნაჩვენები იქბება, თუ როგორ ვიმუშავეთ და რა
შედეგები გვიჩვენა ტესტირებამ:
კვლევის მიგნებები:
მონაცემთა ანალიზისას
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
1.მოსწავლეთათვის
პრობლემა - დიდი ზომის უცხო ტექსტში ფრაზეოლოგიზმებისა და რთულფუძიანი სიტყვების არცოდნა
დაგეგმილი ინტერვენციების წყალობით შეიცვალა დადებითად;
2.მოსწავლეთა
ღარიბია ლექსიკა გამდიდრდა;
3. მოსწავლეებმა
დაიწყეს მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის კითხვა;
4.
მშობელთა ჩართულობამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია;
5.
დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ კითხვაში და ლექსიკური მარაგის შესავსებად ჩატარებულმა ტესტირებებმა
მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და მოტივაციის ამაღლების საშუალება
მოგვცა;
რეკომენდაციები
აღნიშნული კვლევით რეკომენდაციას ვაძლევ
1. დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლებს, მეტი
ყურადღება გაამახვილონ გაწაფულ კითხვაზე
და მოსწავლეთა კითხვის გასაუმჯობესებლად მიმართონ სხვადასხვა მეთოდსა და
დიაგნოსტიკურ ტესტირებას;
2. ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით სასურველია
გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის ტესტები; ლექსიკაზე
მუშაობას რეგულარული ხასიათი მისცენ;
3. იმუშაონ უცნობი
ტექსტების ერთობლივად კითხვასა და ლექსიკურ ანალიზზე (მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენ
და ადვილად დაიმახსოვრებენ სიტყვის მნიშვნელობას, თუ გაეცნობიან მის სინონიმებს, ანტონიმებს,
ასევე - მასთან დაკავშირებულ სხვა სიტყვებს);
4. გამოიყენონ
ეფექტიანი, დროული და ხშირი განმავითარებელი კომენტარები, ურთიერთშეფასება;
5. ჩართონ მშობლები
მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.
დასკვნა
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე
(კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა - განხორციელებისა და შეფასების
ეტაპებს) შეიძლება დავასკვნათ, რომ მექვსე კლასში გაწაფული კითხვის დაბალი შედეგების მიზეზებია:
·
მოსწავლეთა დაბალი ინტერესი მხატვრულ და არამხატვრულ
ლიტერატურასთან დაკავშირებით;
·
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის სიმწირე;
·
მშობლების უყურადღებობა.
აღნიშნული
პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების
შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
რეფლექსია
გაწაფულ
კითხვასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის
მიზნის მიღწევაში დამეხმარა კარგად დაგეგმილი ინტერვენციები. მოსწავლეებისთვის
შეთავაზებულმა დიაგნოსტიკურმა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით ჩატარებულმა
ტესტირებებმა მოტივაცია აუმაღლა მათ. მხატვრული და არამხატვრული ტექსტების კითხვის
პარალელურად ვმუშაობდით ლექსიკური მარაგის
გასამდიდრებლად სხვადასხვა მეთოდისა და ტესტის გამოყენებით. ვფიქრობ, რომ მოლოდინი,
ის, რაც მქონდა კვლევის დასწყისში, გამართლდა. მოსწავლეები შედარებით უკეთესად კითხულობენ
ნაცნობ ტექსტებს, ასევე აღარ უჭირთ რთულსიტყვიანი და დიდი ზომის უცხო ტექსტების წაკითხვა
განმეორებითი მეთოდის საშუალებით, იციან უფრო მეტი სიტყვის მნიშვნელობა და კონტექსტის
მიხედვით მათი ამოცნობა. დაიწყეს მხატვრული ლიტერატურის კითხვა.
სირთულეს
წავაწყდი კვლევისას მაშინ, როცა ჩავატარე ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ტესტირება.
მიუხედავდ იმისა, რომ ვმუშაობდი ლექსიკის გამდიდრებაზე და რეგულარულად ვატარებდი დიაგნოსტირების
მიზნით ტესტირებებს, მოსწავლეებს მაინც უჭირდათ სიტყვის მნიშვნელობების ამოცნობა და
წაკითხვისას რამდენიმე მათგანი მაინც უშვებდა შეცდომებს.
ასევე
სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ტექსტზე ერთობლივი მუშაობა დიდ დროს მოითხოვდა,
ვიდრე დაგეგმილი მქონდა. სხვა კლასებში ამავე თემებზე მომავალში ვიმუშავებ ტექსტის
გაგება-გააზრების თვალსაზრისითაც.
როგორც
მასწავლებელს, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ დიდი გამოცილება შემძინა. სხვა თვალით
დამანახა კითხვის პროცესი. სხვაგვარად შევხედე დროის განაწილების საკითხს. საბოლოო
შედეგმა კი დამარწმუნა იმაში, რომ საჭიროა
მოსწავლეები კითხულობდნენ მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას და უწყვეტად ხდებოდეს წაკითხულის დიაგნოსტიკური ტესტირება და ლექსიკური
მარაგის გამდიდრებაზე ზრუნვა.
გამოცდილების
გაზიარება
კვლევის
კვალდაკვალ, მუშაობის პარალელურად კათედრაზე კოლეგებს ვუზიარებდი გამოცდილებას. ვიღებდი
უკუკავშირს თითოეული ინტერვენციის განხორციელებისა და შეფასების შემდეგ.
რაც
შეეხება კვლევის პრეზენტაციას, მოვიწვიე კათედრისა და შეფასების ჯგუფის წევრები, ასევე
მოვიწვიე დაწყებითი კათედრის ყველა თანამშრომელი
და დაინტერესებული პირი. პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვუპასუხე დასმულ შეკითხვებს, რომელიც,
ძირითადად, მიზნის განსაზღვრას და შედეგის მიღწევას შეეხებოდა.
ვფიქრობ,
წინამდებარე კვლევისას აღმოჩენილ მიგნებებს გაითვალისწინებენ მასწვლებლები და წარმატებით
გამოიყენებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ბიბლიოგრაფია :
1.ეროვნული სასწავლო
გეგმა 2011-2016 წლები;
2. გამოცდების
ეროვნული ცენტრი/PIRLS – 2011. წიგნიერება;
3. N2 2014/მასწავლებელი/გვ.13 - „რატომ ჩამორჩებიან მოსწავლეები კითხვაში და როგორ
დავეხმაროთ მათ“, ირინა სამსონია;
4. სასწავლო-მეთოდოლოგიური
რესურსების კრებული/კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე/
I-VI კლასები/2015. G-PRIED;
http://kargi skola.ge/
5. მასწავლებლის
ბიბლიოთეკა. სასწავლო სტრატეგიები სკოლაში. ნინო ღამბაშიძე. კითხვის სწავლების
ტექნიკები და სტრატეგიები/თბილისი.2011)
დანართი
N 1
დანართი N2
ანკეტა
1)
კითხულობენ თუ არა მოსწავლეები
დამატებით ლიტერატურას?
კი
არა
2)
ესმით თუ არა მოსწავლეებს წაკითხულ
ტექსტში სიტყვების მნიშვნელობა?
კი
არა
3)
არიან თუ არა მშობლები ჩართულნი
შვილის სწავლისა და კითხვის პროცესში?
კი
არა
დანართი N4
დანართი N6
No comments:
Post a Comment